დათვალიერება - კონკურსი ხელვაჩაურის საკლუბო დაწესებულებებში

დათვალიერება - კონკურსი ხელვაჩაურის საკლუბო დაწესებულებებში

24 ნოემბერს ჩატარდა ხელვაჩაურის საკლუბო დაწესებულებებში არსებული შემოქმედებითი ჯგუფების დათვალიერება - კონკურსი. ღონისძიებაში მონაწილეობდა 15 კლუბის 44 საშემსრულებლო ნომრით, სულ 207 ადამიანი.

დათვალიერების შედეგები:

ქორეოგრაფია (პატარები): 
I ადგილი - ჭარნალის კლუბი, II ადგილი - ქვედა ჩხუტუნეთის კლუბი, III ადგილი - ახალშენის კლუბი;

ფოლკლორი (პატარები): 

I ადგილი - სარფის კლუბი, II ადგილი - ქედქედის კლუბი, III ადგილი - ქვედა ჩხუტუნეთის კლუბი;

ფოლკლორი (დიდები): 
I ადგილი - ახალშენის კლუბი, II ადგილი - კირნათის კლუბი, III ადგილი - სარფის კლუბი;

ინდივიდუალური შემსრულებლები (საესტრადო, პატარები): I ადგილი - მარიამ კვირიტიძე (ორთაბათუმის კლუბი), II ადგილი - სოფო თურმანიძე (ორთაბათუმის კლუბი), III ადგილი - მილენა ქოქოლაძე (აჭარისწყლის კლუბი);

კონკურსი შეაფასეს დარგის სპეციალისტებმა და გასცეს რეკომენტაციები, რათა სამომავლოდ მოხდეს აჭარის რეგიონალურ დათვალიერებაზე ანსამბლების მონაწილეობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კულტურის ცენტრს ღონისძიების მაღალორგანიზებულად ჩატარებისათვის.