დასუფთავების აქცია სოფელ ზედა ჯოჭოში

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასუფთავების აქცია კვირაში რამდენჯერმე ტარდება. სოფელ ზედა ჯოჭოსა და ერგეს ცენტრი, მდინარის ნაპირი და მოსაცდელები ადგილობრივებმა, მეჩეთის წარმომადგენლებმა, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ბის წარმომადგენლებმა დაასუფთავეს.
აქტივობის მიზანი ხელვაჩაურის ყველა სოფლის მოწესრიგება, ტურისტებისთვის მიმზიდეველი გარემოს შექმნა და მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა.
დასუფთავების აქცია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისა და „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით ჩატარდა.