დასუფთავების აქცია მირვეთში

დასუფთავების აქციის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მირვეთის ველობილიკი და ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა.
მყარი ნარჩენებისგან ტურისტული ობიექტები საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისა და ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის წარმომადგენლებმა დაასუფთავეს.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ტურისტული ობიექტის მოწესრიგება.