ჭადრაკში სახალისო - შემეცნებითი შეჯიბრი გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში დღეს ჭადრაკში სახალისო - შემეცნებითი შეჯიბრი გაიმართა. მასში მონაწილეობას საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ღებულობდნენ. აქტივობა მიზნად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 5-6 წლიან ჯგუფებში ჭადრაკის სიყვარულის დანერგვას და სპორტის ამ სახეობის პოპულარაზიციას ისახავს.
დღესვე შეჯიბრის მონაწილეობს და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ჭადრაკის პოპულარიზაციის ხელსეწყობისთვის სიგელები გადაეცათ. პატარებმა სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს. პირველ ადგილზე გავიდა აჭარისწყლის ბაღის აღსაზრდელი ანდრია ლორთქიფანიძე.
ჭადრაკის შესწავლა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში 5-6 წლიანი ჯგუფების აღსაზრდელებისათვის 2016 წელს დაიწყო. საპილოტე პროგრამა თავდაპირველად მხოლოდ აჭარისწყლის საბავშვო ბაღში განხორციელდა, რომელმაც გაამართლა. მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჭადრაკის შესწავლა 13-ვე საბავშვო ბაღში დაწყებულიყო.
ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.