ჭადრაკის მოხალისე პედაგოგოების დაჯილდოება

ჭადრაკის მოხალისე პედაგოგოების დაჯილდოება დღეს, ხელვაჩაურის №2 საბავშვო ბაღში გაიმართა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების ჭადრაკის მოხალისე პედაგოგოების დაჯილდოება. საბავშვო ბაღების 19 პედაგოგს გადაეცათ სიგელები და ფულადი ჯილდო. ხელვაჩაურის №1, ორთაბათუმისა და ახალშენის საბავშვო ბაღები დასაჩუქრდნენ მაგნიტური ჭადრაკის დაფებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და კულტურის სამსახურის თანამშრომლები, საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი და საკრებულოს დეპუტატი გურანდა დოლიძე.