C ჰეპატიტის სკრინინგი ორთაბათუმის სამედიცინო პუნქტში

C ჰეპატიტის სკრინინგი ორთაბათუმის სამედიცინო პუნქტში

C ჰეპატიტის მიკროელიმინაცია სკრინინგი ჩატარდა დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ორთაბათუმის სამედიცინო პუნქტში. უფასო გამოკვლევებით წინსვლის მოსახლეობამ ისარგებლა. სკრინინგზე პირველადი ჯანდაცვის პერსონალთან ერთად ხელვაჩაურის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მიკროელიმინაციის მიღწევის მიზნით სკრინინგი C ჰეპატიტზე სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. ხვალიდან ადგილობრივ მოსახლეობას C ჰეპატიტზე სკრინინგს ორთაბათუმის სამედიცინო პუნქტში პირველადი ჯანდაცვის პერსონალი ჩაუტარებს.