ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა 8 საკითხზე იმსჯელეს

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა,სხდომაზე ბიუროს წევრებმა 8 საკითხზე იმსჯელეს. ერთერთ საკითხად სხდომაზე წარდგენილი იქნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისათვის დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. აღნიშნულმა სამუშაო ჯგუფმა სამი სამუშაო სხდომა გამართა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ ტერიტორიების დადგენა,რომლებიც ქალაქის მუნიციპალიტეტის საზღვრებიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოექცევა.