ბიუროს სხდომა 23 აპრილს 13 საათზე ჩატარდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდება 23 აპრილს 13 საათზე.
ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრები შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ:
1.განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ”.
მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
2.განკარგულების პროექტი-მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის #03 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
3.განკარგულების პროექტი-”საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრერბულოს 2018 წლის 18 იანვრის #02 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
4. განკარგულების პროექტი-”მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ”.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
5. განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მათზე საიჯარო საწყისი ქირის საფასურის დადგენის შესახებ”.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
6.განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ თხილნარში მდებარე 6162 კვ.მ, სოფელ მახოში მდებარე 3304 კვ.მ. და სოფელ ჭარნალში მდებარე 10 271 კვ.მ. მიწის ნაკვეთების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ ”ხელვაჩაურის სასაფლაოები”-სათვის გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და გადასაცემ ქონებაზე ”სასაფლაოს სტატუსის” მინიჭების შესახებ.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
7. განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება კახაბერში მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობის მიცემის შესახებ”.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
8.განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისათვის დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ”.
მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
9. სხვადასხვა