ბავშვთა და ოჯახების საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს სხდომა

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა ბავშვთა და ოჯახების საკითხებზე მომუშავე მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ქეთევან დევაძე. სხდომაზე განიხილეს წინა შეხვედრაზე დასმული საკითხები, აქტიური მუშაობით მიღებული შედეგები და დაიგეგმა ახალი პრობლემური საკითხების გადაჭრის გზები. ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტების მიერ წარმოდგენილ იქნა რამდენიმე პრობლემატური საკითხი, რომლის მოგვარებაზეც საბჭო ერთობლივად იმუშავებს.
აღნიშნული საბჭო ჩვეულებისამებრ, თვეში ერთხელ შეიკრიბება.