ბავშთა ძალადობის შესახებ ტრენინგი გამგებლის წარმომადგენლებისთვის

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს ბავშთა მიმართ ძალადობის და ბავშთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.
ბავშთა მიმართ ძალადობის დეფინიცია, ძალადობის ფორმები, ლეგალური ასპექტები- კანონმდებლობის მიმოხილვა, ბავშთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, ბავშთა დაცვის იდენტიფიკაცია, მონიტორინგის მეთოდები, სათემო მუშაობა, რეგიონული მომსახურება - ამ და სხვა თემებზე გამგეობის თანამშრომლები 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ.
აღნიშნული ტრენინგის მიზანი აჭარის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა. ტრენინგს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადეგნლები ატარებენ.