ბავშთა დაცვის დღე ხელვაჩაურში საზეიმოდ აღინიშნა

ბავშთა დაცვის დღე ხელვაჩაურში საზეიმოდ აღინიშნა

საზეიმო კონცერტი, გამოფენები, ბუშტები, ფრანები, მხიარული სტარტები, სახის მოხატვა და ,,ნაყინის აქცია” – ეს იმ სახალისო ღონისძიებების ჩამონათვალის ნაწილია რაც პატარებს დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში 1 ივნისს ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს დახვდათ. 
ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე საკრებულოს წევრებთან, მერიის თანამშრომლებთან, ბავშვებთან და მშობლებთან ერთად დაესწრო. ხელმძღვანელემა პირებმა პატარებს დღევანდელი დღე მიულოცეს და მათ მომავალში ლაღი და ფერადი წლები უსურვეს. 
საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას ღებულობდა მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღებისა და ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლის ბავშვები, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილების აღსაზრდელები. 
დღეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ ხატვის კონკურსში საუკეთესო ნამუშევრების შემსრულებლებს და ჭადრაკის ტურნირში გამარჯვებულებს. 
კონცერტის დასრულების შემდეგ ყველა პარატარასთვის ,,უფასო ნაყინის” აქცია გაიმართა.
ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართა.