ბათუმში აგროგამოფენაში ხელვაჩაურის კუთხე იყო წარმოდგენილი

ბათუმში აგროგამოფენაში ხელვაჩაურის კუთხე იყო წარმოდგენილი

2017 წლის 29 სექტემბერს ბათუმში "AGRO BATUMI 2017"-ის გაიხსნა, სადაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მრავალფეროვანი კუთხე იყო წარმოდგენილი. 
საზეიმო ლენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა გაჭრეს, რომესაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO“ მიერ ორგანიზებულ აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა, ბათუმის ყინულის სასახლეში, სამ დღეს გაგრძელდება, თანაორგანიოზატორები კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროსერვის ცენტრი, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია არიან.
აღნიშნული გამოფენა-გაყიდვა ტრადიცულად ყოველწლიურად ტარდება.