ბაღის აღსაზრდელების თვალით დანახული დედა ენის დღე

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით დედა ენის დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და პეგადაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა.პატარებმა საკუთარი თვალით დანახული საქართველო, ქართული ენა და ქართული პოეზია წარუდგინეს მაყურებელს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, მოადგილე მალხაზ სალვარიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.