აუდიო მეტრის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აუდიო მეტრის (სმენა დაქვეითებული) უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება. ბათუმის სმენის ცენტრის „ჰელიქსის“ ექიმებმა ადგილობრივებს კონსულტაცია გაუწიეს.
უფასო სამედიცინო აქციით 20 -მდე პაციენტმა ისარგებლა. ანალოგიური გამოკვლევები სმენის ცენტრ „ჰელიქსის“ ექიმებმა ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტშიც ჩაატარეს.