ასოციაცია „RDFG” და გამგეობის თანამშრომლების შეხვედრა გაიმართა

   ასოციაცია „RDFG” და გამგეობის თანამშრომლების შეხვედრა გაიმართა

   ასოციაცია სამხრეთ განვითარება მომავალი საქართველოსთვის - „RDFG” წარმომადგენლებმა  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი კატასტროფების რისკების შემცირების სამუშაო ჯგუფის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 
შეხვედრას ასოციაციის წარმომადგენელი, კატასტროფების რისკის შემცირების ცენტრის ხელმძღვანელი ვანო გრიგოლაშვილი უძღვებოდა, რომელმაც ჯგუფის წევრებს საგანგებო მართვის სიტუაციებზე და  ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ  უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის  ტრენინგები ჩატარდება, სადაც დაწვრილებით იქნება განხილული მუნიციპალიტეტის დონეზე საგანგებო მართვის გეგმა , მოხალისეთა ჯგუფების განვითარება თემში და ა.შ.
     ასოციაციისა და  ხელვაჩაურის DRR-ის ჯგუფის წევრებმა სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს.