ასმათ დიასამიძისა და ხათუნა ნარიმანიძის ტურნირი დასრულდა

ასმათ დიასამიძისა და ხათუნა ნარიმანიძის ტურნირი დასრულდა

დღეს დასრულდა ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ევროპის ჩემპიონის გუნდურ ჩათვლაში,სიდნეის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილის,მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულის ასმათ დიასამიძისა და ევროპის გრან-პრის(ოთხ გზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილის )ევროპის ჩემპიონის გუნდურ ჩათვლაში,საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულის,საქართველოს რეკორდსმენის, ,,ღირსების მედლის“ კავალერის ხათუნა ნარიმანიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი მშვილდოსნობაში. ტურნირში მონაწილეობას ღებულობდნენ ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის,ქუთაისის,თურქეთის და სომხეთის გუნდები.დღესვე გამოვლინდნენ გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები. შეგახსენებთ, ასმათ დიასამიძე და ხათუნა ნარიმანიძე მშვილდოსნობაში საქართველოს და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები არიან.