ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ჩახვაძეების ოჯახს ახალი წელი მიულოცა

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ჯუმბერ ვარდმანიძესთან ერთად ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მასაურაში მცხოვრებ რობერტ ჩახვაძის 6 შვილიან ოჯახს ეწვია და ახალი წელი მიულოცა. მთავრობის თავმჯდომარემ ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სურსათის პროდუქტები გადასცა. ოჯახი 9 წევრისაგან შედგება, მათ შორის ერთი შშმ პირია.