ანზორ ფერცელიძისა და თენგიზ ფერცელიძის ტურნირი ფეხბურთში დასრულდა

დღეს დასრულდა ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ანზორ ფერცელიძისა და თენგიზ ფერცელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ხელვაჩაურის ღია პირველობა მინი ფეხბურთში. ანზორ ფერცელიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ხოლო თენგიზ ფერცელიძე საფეხბურთო კლუბ ,,მაჭახელა“ს წევრი იყო.ტურნირში 2005-2007წლებში დაბადებული ფეხბურთელების 6გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის გუნდმა ,,მაჭახელამ“,მეორე ადგილი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი ბათუმის ,,ხიხანის“ გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს სიგელები,მედლები,თასები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.მონაწილეები ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორმა გენადი ჩხაიძემ და ანზორ ფერცელიძის მეუღლემ ა დააჯილდოვეს. ტურნირი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.ტურნირი მიზნად ისახავს ბავშვთა შორის პოპულარიზაციას,ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელების გამოვლინებას და სპორტულ სექციებში ჩაბმას.