ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია

ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია

27-29 სექტემბერს ქ. ბათუმში, სასტუმრო შერატონში ჩატარდა ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაზე უმასპინძლეს საერთაშორისო სპიკერებს 15 სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის იყო საფრანგეთი, აშშ, რუსეთი, გერმანია, უკრაინა, უნგრეთი და ა.შ. კონფერენციაზე განხილული იქნა ანესთეზიოლოგიის, ინტენსიური თერაპიის, ტოქსიკოლოგიის, გადაუდებელი მდგომარეობებისა და ზოგადად, კრიტიკული მედიცინის თანამედროვე და აქტუალური საკითხები.ჩატარდა ინდივიდუალური სესიები ახალგაზრდა ექიმებისთვის, რეზიდენტებისა და ექთნებისთვის. კონფერენციის პროგრამაში შევიდა გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი სპეციალისტების მიერ ორგანიზებული რამოდენიმე ვორქშოფი.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმაც შეიტანა თავისი წვლილი და დააფინანსა 5000 ლარის ოდენობით, რისთვისაც გადაეცა ვერცხლის სპონსორის პრიზი.