ახალსოფლის ცენტრში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა

ახალსოფლის ცენტრში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ცენტრში ინტენსიური წვიმების დროს გზის სავალი ნაწილის დატბორვის მრავალწლიანი პრობლემა უკვე მოგვარებულია. აღნიშნული პრობლემა გამოწვეული იყო სანიაღვრე არხის არარსებობით. ხელვაჩაურის მერიამ მოახერხა გზაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტებიდან ერთ-ერთი ობიექტის მფლობელთან შეთანხმების მიღწევას მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჩატარებულიყო სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებით კმაყოფილია როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ახალსოფლის ცენტრში განლაგებული სავაჭრო ობიექტების მფლობელები.