ახალსოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე ახალსოფლის საბავშვო ბაღს ეწვია

ახალსოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯამბულ თავართქილაძე საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან გურანდა დოლიძესთან ერთად ახალსოფლის საბავშვო ბაღს ეწვია და ბაღში აღმზრდელობით პროცესს დაესწრო.დეპუტატებმა ბაღში შეტანილ საკვები პროდუქტების ვარგისიანობასა და ხარისხსაც გაეცნენ.
დეპუტატები ახალსოფლის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესსა და ინტელექტუალურ თამაშს "რა , სად, როდის" დაესწრნენ.