ახალსოფლის ბაღში ეზოს და სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ეზოს და სანიაღვრე არხის მოწყობა. მერიის ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებს შპს "ზამბორი". პროექტის ღირებულება შეადგენს 24 800 ლარს. ობიექტზე სამუშაოები 15 მარტამდე დასრულდება.