ახალშენში სასმელი წყლის პროექტს მერი გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის
მოწყობის ( I - ეტაპი ) სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. დღეს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე პირველ მოადგილესთან ზვიად ხალვაშთან ერთად მიმდინარე სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნო.
ახალი წყალსადენის ქსელით 920 კომლი ისარგებლებს.პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 622 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „მარიამი ო.ბ. 2006“ აწარმოებს. ობიეტზე სამუშაოები 2018 წლის ივნისის თვეში უნდა დასრულდეს.
2017 წელს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 40 სასმელი წყლის პროექტი განხორციელდა.