ახალშენის მუსიკალური სკოლისა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

 ახალშენის მუსიკალური სკოლისა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გრძელდება. ამჟამად ახალშენის მუსიკალური სკოლისა და კულტურის სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 309 330 ლარია გამოყოფილი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „რუმსი“ აწარმოებს. ობიექტის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.