ახალშენის მაჟორიტარმა დეპუტატმა სტიქიის ადგილები დაათვალიერა

დღეს ახალშენის მაჟორიტარი დეპუტატი მინდია დიასამიძე თავის სამაჟორიტარო ოლქში მეწყერული პროცესების შედეგად შექმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
დეპუტატმა 15 მდე დაზარელებული ოჯახის პრობლემები ჩაინიშნა და პირად კონტროლზე აიყვანა. მინდია დიასამიძემ განახლების, ზედა ახალშენის და ხეღრუს მოსახლეობას დაჰპირდა რომ სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს მერიის შესაბამისი კომისია უახლოეს მომავალში შეისწავლის და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.