ახალშენის მაჟორიტარი დეპუტატი მინდია დიასამიძე ახალშენის საბავშვო ბაღის პრობლემებს გაეცნო

ახალშენის მაჟორიტარი დეპუტატი მინდია დიასამიძე ახალშენის საბავშვო ბაღის პრობლემებს გაეცნო

დღეს ახალშენის მაჟორიტარი დეპუტატი მინდია დიასამიძე საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძესთან ერთად სოფელ ახალშენში არსებულ საბავშვო ბაღში მივიდა.
საბავშვო ბაღის ინტერიერის დათვალიერებისას მცირე ინფასტრუქტურიული პრობლემა გამოიკვეთა, რომელზეც, მინდია დიასამიძემ ბაღის ადმინისტრაციას უახლოეს მომავალში მოგვარება აღუთქვა. ბაღში აღმზრდელობითი პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.