ახალშენი-ჯოჭოს გზის რეაბილიტაცია სრულდება

ახალშენი-ჯოჭოს გზის რეაბილიტაცია სრულდება

ხელმძღვანელმა პირებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალშენის გზა-ზედა ახალშენი ჯოჭო საავტომობილო გზის კმ3+600-კმ7+480 მონაკვეთზე (3880 მეტრზე) მიმდინარე ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. სამუშაოებს შ.პ.ს „გზები“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 951 880 ლარს შეადგენს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 56 გრძ.მ. გაბიონი, 37 გრძ.მ. ბეტონის კედელი, 390 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი და 150 გრძ.მ. ლითონის მილი. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.