ახალი სასწავლო-აღმზრდელობითი წლის გახსნა ბაღებში

ხელვაჩაურის 18-ვე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაწყებულია. მუნიციპალიტეტში 1960 სკოლამდელი აღსაზრდელია რეგისტრირებული, მათ შორის 568 ახალწვეული აღსაზრდელია.
სასწავლო პროცესის დაწყება აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიულოცეს და ფასიანი საჩუქრები გადსცეს.
სასწავლო პროცესის განახლებამდე კოსმეტიკური რემონტი ჩუტარდა თითქმის ყველა საბავშვო ბაღს. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ხელვაჩურის #1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო და ნაწილობრივ სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ასევე ახალშენის საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყება, რომლის ბიუჯეტი 2 974 610 ლარს შეადგენს.