ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში "ლიტერატურული ვიქტორინა"

 ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში "ლიტერატურული ვიქტორინა"

დღეს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში "ლიტერატურული ვიქტორინა" ჩატარდა. ვიქტორინის გამარჯვებულ მეგი მუთიძეს სიგელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ გადასცა. მას ახალგაზრდობის ცენტრისგან საჩუქრად 100 ლარიანი ვაუჩერიც გადაეცა.
ვიქტორინის შედეგების მიხედვით, გამოვლინდა მეორე ადგილის გამარჯვებული - თამარ წითელაძე, რომელსაც ახალგაზრდობის ცენტრისგან "წიგნები ბათუმში" მაღაზიის 70 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა საჩუქრად, მესამე ადგილი მოიპოვა - რენა დავითაძემ, რომელსაც 50 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, მეოთხე ადგილის მფლობელ მარიამ მიქელაძეს 30 ლარიანი, ხოლო მეხუთე ადგილზე გასულ ლანა ბერიძეს 20 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ საჩუქრად.
ვიქტორინა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კითხვის კლუბის ღონისძიებათა ფარგლებში მოეწყო და მასში მონაწილეობა 20 ახალგაზრდამ მიიღო. 
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წლის მანძილზე 12 განხილვიდან 7 და მეტ განხილვაზე მყოფი 28 ახალგაზრდა ერთდღიან ექსკურსიაში მიიღებს მონაწილეობას.