ახალგაზრდობის ცენტრში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა

დღეს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა გადაცემა "წიგნების თაროს“ წესების შესაბამისად. მარათონში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები VIII, IX, X, XI XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. I ადგილზე გასულ გუნდს წიგნების მაღაზიის 100 ლარიანი, II ადგილზე გასულს 80 ლარიანი და III ადგილზე გასულ გუნდს წიგნების მაღაზიის 50 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ საჩუქრად. სხვა მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ სიგელები, ბლოკნოტები და წიგნების სანიშნეები. პროექტის ორგანიზატორები ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრები ლიზა კახაბერიძე და თამარ წითელაძე არიან. პროექტი დაფინანსებულია ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ, ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის ფარგლებში. ლიტერატურულ კონკურსში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 ახალგაზრდა ჩაერთო.