ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის გახსნის ღონისძიება

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის გახსნის ღონისძიება

► დღეს, სასტუმრო ,,ჰილტონში“ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის გახსნის ღონისძიება გაიმართა

► პროგრამის პრეზენტაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე, ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები 95 ახალგაზრდა ესწრებოდა.

► ღონისძიებაზე ხელი მოეწერა მემორანდუმებს, რომლებიც ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრსა და სხვადასხვა ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

► საზეიმო ღონისძიებაში 400-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

► დღესვე, საოცრებათა პარკში სპორტული და გასართობი აქტივობები მოეწყო. ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები საოცრებათა პარკის მიმდებარედ ქართული ბენდების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით დასრულდა.