აფხაზეთში დაღუპული მფრინავის ზ. ბოლქვაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს აფხაზეთში გმირულად დაღუპული მფრინავის ზებურ ბოლქვაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალშენში. ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერის საფლავი ყვავილებით შეამკეს ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მინდია ბასილაძემ და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა.
ზებურ ბოლქვაძის ოჯახს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ერთჯერადად ფინანსური დახმარების მიზნით 500 ლარი ჩაურიცხა.
თარიღთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამის: „ომის მონაწილეებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება“ ფარგლებში ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა სულ 6 ოჯახს.