აფხაზეთში დაღუპული გმირის საფლავს პატივი მიაგეს

აფხაზეთში დაღუპული გმირის საფლავს პატივი მიაგეს

27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული მფრინავის ზებურ ბოლქვაძის საფლავზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, მოადგილე მალხაზ სალვარიძე, ახალშენის მაჟორიტარი დეპუტატის საკრებულოში მინდია დიასამიძე ადგილობრივებთან ერთად შეიკრიბნენ და გმირულად დაღუპულს პატივი მიაგეს. დღესვე სოფელ ახალშენში ზებურ ბოლქვაძის სახელობის ღია ტურნირი მინი-ფეხბურტში ჩატარდება