ადგილობრივი ბიუჯეტი 511 539 ლარით გაიზარდა

ადგილობრივი ბიუჯეტი 511 539 ლარით გაიზარდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ წარადგინა.

ცვლილების თანახმად ხელვაჩაურის წყალკანალის სამსახური 136 700 ლარის სანიაღვრე მილებს შეიძენს. საბავშვო ბაღების გაზიფიცერიბისათვის 119 349 ლარი გამოიყოფა.

რაც შეეხება სოციალურ სფეროს, დაემატა ახალი პროგრამა, რის საფუძველზეც ვეტერანები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე უძღვებოდა.