აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზანაქიძეებში გზების დაბეტონების პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზანაქიძეებში გზების დაბეტონების პროცესს გაეცნო

    აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზანაქიძეებში გზების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი დაესწრო. 
   ამჟამად ხელვაჩაური-ზანაქიძეების საავტომობილო გზის კმ0+000-კმ0+980 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 
    ასფალტობეტონის საფარის დაგება დღეს დასრულდება, რის შემდეგაც აჭარის საგზაო დეპარტამენტი უზრუნველყოფს გზაზე ახალი საგზაო ნიშნების მოწყობას. სამუშაოებს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბონდი 2009“ ასრულებს და მის განსახორციელებლად აჭარის ა.რ. ბიუჯეტით გათვალისწინებულია 222530 ლარი.