ა(ა)იპებსა და შპს-ებში დასაქმებულებს სახელფასო განაკვეთი გაეზარდათ

ა(ა)იპებსა და შპს-ებში დასაქმებულებს სახელფასო განაკვეთი გაეზარდათ
 დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 5 საკითხს უყარეს კენჭი. ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, ცვლილების თანახმად შემოსავლების ნაწილს დაემატა 749 949 ლარი. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, იზრდება 1 273 777 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად. მათ შორის: მტირალა - ყოროლისთავის წყალსადენის მოწყობის მესამე ეტაპისათვის 500 000 ლარი, შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში შეადგენს 458 407 ლარს. მათ შორის: ახალშენში ავღანისტანის დასახლებაში 950 გრძივი მეტრი გზის დაბეტონება-108 986 ლარი, მურმანეთში (ხულოს ქუჩა) 800 გრძივი მეტრი გზის დაბეტონება-87 099 ლარი, კაპრეშუმში პოპოვის გზიდან ეკლესიისაკენ მიმავალი გზის დაბეტონება-86 547 ლარი, ყოროლისთავში კვირიკაძეების დასახლებაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია-82 895 ლარი, თხილნარის მეურნეობაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია-59 880 ლარი, შარაბიძეებში 300 გრძივი მეტრის დაბეტონება-33 000 ლარი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აააიპებსა და შპს ხელვაჩაურის წყალკანალს 1 ივნისიდან შტატით გათვალისწინებულ ერთეულებს გაეზრდებათ სახელფასო განაკვეთი, ხელფასების მატებისათვის 7 თვეზე დამატებით საჭირო რესურსი შეადგენს 292 890 ლარს, ააიპ გამწვანებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურს ემატება საწვავის შესაძენად-5 000 ლარი. 0-200 000 ქულის მქონე ოჯახებისათვის პირველ და მეორე ახალშობილებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამას ემატება 10 800 ლარი, ბენეფიართა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით და სპორტულ ღონისძიებებს ემატება 6 680 ლარი შშპ პირებისათვის დაგეგმილი აქტივობები პროექტ „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქია“ ჩართულობისათვის.