9 აპრილის მემორიალური დაფა გაიხსნა ჭარნალში

9 აპრილის მემორიალური დაფა გაიხსნა ჭარნალში

9 აპრილის მემორიალური დაფა გაიხსნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და  აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატთან მერაბ კარანაძესთან ერთად დაესწრო.

 უნდა აღინიშნოს,რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის გვერდით 9 აპრილის მეორიალი წლებია განთავსებულია. სოფელ ჭარნალში კი რიგით მეორე მემორიალური დაფა ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით გაიხსნა.