30 მარტს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება გასართობი ღონისძიება

30 მარტს, შაბათს,10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება ღონისძიება ,,მოდით ვითამაშოთ ერთად".
ღონისძიება „მოდით ვითამაშოთ ერთად“, მოიცავს სხვადასხვა სახალისო სპეციფიურ აქტივობებს, რაც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისა და მათი თანატოლების ერთობლივ ჩართულობას და სასიამოვნო, ემოციებით დატვირთული დღის ერთად გატარებას.
ღონიძიება დატვირთული იქნება სხვადასხვა გუნდური სპორტული თამაშებით (აქტიური თამაშები, ცეკვა, მუსიკა) და ასევე სხვადასხვა სამაგიდო აქტივობებით (მაგ: ხელნაკეთი ნივთების შექმნა).
დღის განმავლობაში ყველა მონაწილეს ეყოლება პარტნიორი მოხალისე, რომელთან ერთადაც ჩაერთვება აქტივობებში და საჭიროების შემთხვევაში გაუწევს დახმარებას. წყვილებში მუშაობა ხელს შეუწყობს ინტეგრაციას, გუნდურ მუშაობას და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. განხოციელებული აქტივობების პროცესში, მუდმივად მოხდება სპეციალისტთა რეკომენცადიების გათვალისწინება იმისათვის რომ თითოეული აქტივობა იყოს მისაწვდომი და უსაფრთხო ნებისმიერი მონაწილისათვის დღის განმავლობაში.
გათვალისწინებულია ლანჩი. ასევე, ღონისძიების დასრულებისას გაიმართება დაჯილდოება, სადაც ყველა მონაწილესა და მოხალისეს გადაეცემა სერთიფიკატი.
ღონისძიების ერთ-ერთი წამყვანი მოხალისე იქნება დეინა ვაისი, მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში.
რეგისტრაცია იწარმოებს 12 მარტიდან 18 მარტამდე.
იხილეთ რეგისტრაციის ბმული: