28 მარტს, 11:00 საათზე, იურიდიული,საპროცედურო საკითხთა კომისიისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდება

იურიდიული,საპროცედურო საკითხთა კომისიისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა 28 მარტს, 11:00 საათზე ჩატარდება. სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1.დადგენილების პროექტი-“ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის #39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი
2.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის #07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: თეიმურაზ გაწერელია-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი
3.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის შესახებ“.
მომხსენებელი: ჯუმბერ ვარდმანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი
4.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თხილნარის თემის სოფელ თხილნარში და ზედა თხილნარში ქუჩების სახელდების და საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ნუმერაციის შესახებ 2012 წლის 23 მაისის #32 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
5.განკარგულების პროექტი-„მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
6. განკარგულების პროექტი-„მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გემის დამტკიცების შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
7.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მასზე საიჯარო საწყისი ქირის საფასურის დადგენის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
8.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მათზე საიჯარო ქირის საფასურის დადგენის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
9.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
10.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება კახაბერში მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.“
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
11. სხვადასხვა;