22 ივლისი - რეპრესირებულთა ხსოვნის დღე

22 ივლისი - რეპრესირებულთა ხსოვნის დღე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საზოგადოების წარმომადგენლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და რეპრესირებულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორმა, პროფესორმა, რამაზ სურმანიძემ ლექცია წაიკითხა.

22 ივლისი ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა.