2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა

2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები. ბიუჯეტის პრიორიტეტები მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა. ძირითად პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინფრასტუქტურული პროექტები - შიდა საუბნო/სასოფლო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია და განათება, ასევე წყალმომარაგება და სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი არხებით უზრუნველყოფა.
2019 წლის ბიუჯეტში სიახლეს წარმოადგეს სამი სოციალური პროექტი - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მარტოხელა მშობლების მატერიალური დახმარება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება. 
სიახლეს წარმოადგენს ასევე მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის პროგრამა - შეშის ჩანაცვლება თხილის ნაჭუჭით და თხილის ნაჭუჭის ენერგოეფექტური ღუმელების დანერგვა.
მნიშვნელოვანია ასევე, სოფელ კაპრეშუმში ახალი სოციალური სახლის პროექტის 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.
2019 წლის ბიუჯეტი განხილვის პროცესშია და მისი საბოლოო ვარიანტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად 15 ნოემბერს წარედგინება.