2018 წლის 5 აპრილიდან ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში პროგრამა სახელწოდებით "მასმედია" ი წ ყ ე ბ ა

2018 წლის 5 აპრილიდან ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში  პროგრამა სახელწოდებით "მასმედია" ი წ ყ ე ბ ა

2018 წლის 5 აპრილიდან ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში პროექტ ,,მედიაწიგნიერების" ფარგლებში პროგრამა სახელწოდებით "მასმედია" ი წ ყ ე ბ ა! 
ხელვაჩაურის ახალგაზდობის ცენტრი იწვევს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს 14 წლის ასაკიდან.

პროექტის პროგრამა:
I - რა არის ჟურნალისტიკა და ვინ არიან ჟურნალისტები - რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი ამბების ცოდნა? როგორ მუშაობენ ჟურნალისტები, როგორ მზადდება და რა კითხვებს უნდა პასუხობდეს ახალი ამბავი? ტრადიციული და ახალი მედია
II - ჟურნალისტური პროდუქტის არქიტექტურა - როგორ მზადდება მოკლე ახალი ამბავი, სტატია, ინტერვიუ და რეპორტაჟი. ლიდის მომზადება, სათაურის შერჩევა, ფოტოს მნიშვნელობა. 
III - ინტერნეტჟურნალისტიკა - ახალი მედიის შესაძლებლობები, სოციალური ქსელებისა და ბლოგების ძალა და ყალბი ამბების საფრთხე. ვინ და რატომ ქმნის ყალბ ინფორმაციას, რატომ არის საშიში გამოგონილი ამბები და როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ნამდვილი და ყალბი ამბები. 
IV - როგორ გავხდე მოხალისე (სამოქალაქო) ჟურნალისტი - როგორ შეიძლება არ მუშაობდე ჟურნალისტად, მაგრამ ამავე დროს მოიპოვებდე და ავრცელებდე საინტერესო და საჭირო ინფორმაციას. რა ხერხები შეიძლება იქნეს გამოყენებული ამისათვის და რისი გათვალისწინებაა საჭირო. რით განსხვავდებიან მოხალისე ჟურნალისტები პროფესიონალი ჟურნალისტებისაგან. 
V - ჟურნალისტური ეთიკა - კრიტიკული მიდგომის აუცილებლობა და სტანდარტები, რომლითაც ჟურნალისტმა უნდა იხელმძღვანელოს.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ხუთი შეხვედრა. (განრიგი : 05, 12, 19, 26 აპრილი - 03 მაისი/2018 წელი, 15:30 საათიდან 17:30 საათამდე).

დარეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის პროექტის ხუთივე შეხვედრაში დასწრება და მონაწილეობა სავალდებულოა, თუ თქვენ ფიქრობთ რომ ყველა შეხვედრაზე დასწრებას ვერ მოახერხებთ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ რეგისტრაციისგან.

ტრენერად მოწვეულია ჟურნალ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალგაზრდების მიერ მომზადებული მასალების „ბათუმელების“ ონლაინ გვერდზე გამოქვეყნება.

პირველი შეხვედრა გაიმართება 5 აპრილს 15:30 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში.

საკონტაქტო ინფორმაცია: 599851457

რეგისტრაციის ბლანკი : https://docs.google.com/…/1FAIpQLSdzj_FVqXBG49qO-6…/viewform