2018 წლის 24 თებერვლიდან იწყება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა შორის 28-ე სპორტული თამაშები

2018 წლის 24 თებერვლიდან იწყება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა შორის 28-ე სპორტული თამაშები სპორტის 9 სახეობაში - მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში (გოგონები, ვაჟები), თავისუფალ ჭიდაობაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, კალათბურთში, ხელბურთში, მინი-ფეხბურთში, მძლეოსნობასა და ჭადრაკში.
აღნიშნული ღონისძიება ტარდება ხელვაჩაურის სასპორტო სკოლისა და ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
თამაშები დასრულდება ივნისის თვეში და შესაბამისად დაჯილდოვდებიანგამარჯვებული სკოლები.