2017 წლის შემაჯამებელი ინტელექტუალური თამაში: "რა? სად? როდის?"

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინტელექტ კლუბში ჩატარდა წლის შემაჯამებელი ინტელექტუალური თამაში:"რა? სად? როდის?" გამარჯვება გუნდმა "კასანდრამ" მოიპოვა, რომლის ყველა წევრს საჩუქრად გადაეცა სიგელები და "წიგნები ბათუმში" მაღაზიის 100 ლარიანი ვაუჩერები.
მეორე ადგილი გუნდმა "შემდეგმა" დაიკავა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გუნდი "ინფექცია" გავიდა.
მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდების თითოეულ წევრს 50 დან 20 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ საჩუქრად.
წლის მანძილზე ახალგაზრდობის ცენტრის ინტელექტ კლუბში სულ ჩატარდა 17 ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის". ფინალურ თამშზე მონაწილეობა მიიღო 6 გუნდმა, 30 ახალგაზრდამ. პირველ 5 ეულში გასული გუნდების წევრებს საჩუქრად საექსკურსიო ტურის საგზური ერგოთ.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თამაშის კითხვების ავტორსა და წამყვანს ლუკა ბიბინეიშვილს და აღნიშნულ კლუბში წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისთვის ნატა ხინკილაძესა და ხატია ფუტკარაძეს.