2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანახმად შედა სასოფლო გზები მოწესრიგდება

 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანახმად  შედა სასოფლო გზები მოწესრიგდება

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სხდომაზე დეპუტატებმა 14 საკითხს უყარეს კენჭი.

ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის 2017 წლის  ადგილობრივ ბიუჯეტში, ცვლილების თანახმად ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ტენდერების შედეგად მიღებული ეკონომიების ხარჯზე 865896 ლარით გაიზარდა, რომელიც მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელბას მოხმარდება.

ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების თანახმად სოფელ მნათობში, ფერიაში მასაურაში, ზანაქიძეებში და სოფელ ხელვაჩაურში არფაზონის დასახლებაში  შიდა სასოფლო გზები  დაბეტონდება, სოფელ ხერთვისში მოეწყობა გარე განათება, სოფელ ძაბლავეთში კი სასმელი წყლის ავზი და მაგისტრალი მოეწყობა.

საკრებულოს სხდომაზე ცვლილება შევიდა ასევე გამგეობის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ 2017 წლის კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული, სტუდენტური და ახალგაზრდული ღონისძიებების კალენდარულ გეგმაში, რომელშიც სპორტულ ღონისძიებებს 36490 ლარი დაემატა, აღნიშნული თანხა სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება.

სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2017 წლის 1 კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა.