2017 წლის 4 დეკემბერს 15:30 საათზე შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება

2017 წლის 4 დეკემბერს 15:30 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში "ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის" ორგანიზაციის დამფუძნებელი თომა კაკაბაძე ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას თემაზე: "შეზღუდული შესაძლებლობები და გარემოში არსებული პრობლემები", რომლის შემდეგაც მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები და ახალგაზრდები ბავშვებთან ერთად დაამზადებენ საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებულ ხელნაკეთობებს.
გთხოვთ, დაესწროთ ღონისძიებას და ბავშვებთან ერთად მონაწილება მივიღოთ საინტერესო ნაკეთობების დამზადებაში.