2017 წლის 25 მარტიდან უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქციები იწყება

2017 წლის 25 მარტს 11: 00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართება.სამედიცინო გამოკვლევებს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმები ჩაატარებენ.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას გაუწევს: ქირურგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი და ოტო-რინო-ლარინგოლოგი. ჩატარდება კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც.
სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობოს განყოფილების, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:
2017 წლის 25 მარტი– სოფელი კაპრეშუმი;
2017 წლის 29 აპრილი – სოფელი ახალისოფელი;
2017 წლის 27 მაისი – სოფელი ზედა კირნათი;
2017 წლის 24 ივნისი – სოფელი აღმართი ( მაჭახლის ხეობა);
2017 წლის 29 ივლისი – სოფელი თხილნარი;
2017 წლის 26 აგვისტო – სოფელი აჭარისწყალი;
2017 წლის 30 სექტემბერი – სოფელი მახო.