2017 წლის 13 ნოემბრიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მერი - ჯუმბერ ვარდმანიძე ჰყავს

2017 წლის 13 ნოემბრიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მერი - ჯუმბერ ვარდმანიძე ჰყავს

ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მერის თანამდებობის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად 2017 წლის 13 ნოემბერს შეუდგა.
დაიბადა 1967 წლის 20 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში.
განათლება: 
1985- 1987 წლები ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორია -ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1987-1992 წლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1992-1996 წლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა
2002 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.
სამუშაო გამოცდილება: 
2014 წლის 14 ივლისიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
2014 წლის 23 ივლისიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
2012 წლიდან დღემდე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
2004-2012 წლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი.
2003 წელი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, უცხო ენათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
1996-2006 წლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის დეპარტამენტის უფროსი მასწავლებელი მ/კ.
1998-2003 წლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ტრანსპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
1994-1996 წლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ისტორიის კათედრის მასწავლებელი.
1992-1994 წლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ისტორიის კათედრის ლაბორანტი.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენას. 
ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.