2017 წლისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთი ახალი ჯანდაცვის მიზნობრივი პროგრამის განხორციელებას გეგმავს. სწორედ ამ მიზნით დღეს „ქალთა ოთახში“ გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი სოფო მურვანიძე ექიმ-კონსულტანტ თამაზ სურმანიძეს შეხვდა, სადაც „ბრონქული ასთმით დაავადებულ პირთა სპეციპიკური მედიკამენტით უზრუნველყოფის“ პროგრამის პროექტი განიხილეს.
ქრონიკული დაავადების მქონე პირები მუდმივად საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ან შემთხვევა დასრულდეს ფატალური შედეგით. ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტთა უმრავლესობა ოჯახის მცირე შემოსავლების გამო ვერ ახერხებს შესაბამის მკურნალობის გავლას.
პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 21 262 ლარია, რომლითაც ბრონქული ასთმით დაავადებული 120 ბენეფიციარი ყოველდღიურად სპეციპიკურ მედიკამენტებს მიიღებს .
იმ შემთხვევაში თუკი ხელვაჩაურის საკრებულო ახალი პროგრამის პროექტს დაამტკიცებს, მაშინ ექიმებისთვის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება და პაციენთთა უფასო გამოკვლევებიც ჩატარდება.