13 ნოემბერი უსინათლოთა საერთაშორისო დღეა

13 ნოემბერი უსინათლოთა საერთაშორისო დღეა

13 ნოემბერი უსინათლოთა საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დღეს, სოფელ ჭარნალში მცხოვრებ თამუნა საგინაძეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრი სულხან დუმბაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ კოორდინატორი და ამავე დროს მერის რეფერენტი გენდერულ საკითხებში - მაგდა მალაყმაძე ეწვია.

თამუნა საგინაძეს საკრებულოს თვმჯდომარემ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. აღნიშნული შეხვედრა გენდერის მიმართულებით არსებული მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

თამუნა საგინაძეს ყველაზე მეტად სიმღერა უყვარს. იგი წლებია სხვადასხვა ფესტივალებში ღებულობს მონაწილეობას. თამუნა პროფესიული კოლეჯი - ”ბლექსის” სტუდენტია.